საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ოჯახის წევრებზე დაყრდნობით.
ლია მიქაძე 1936 წლის 3 მაისს თბილისში დაიბადა, 1954 წელს კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა.
“ლია მიქაძე ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. მან საქართველოს ტელევიზიაში თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა”, — წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ტელევიზიის პირველ წამყვანებს — ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს — საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა.