ახალი ამბები

ივანიშვილისგან არცერთი თეთრი არ აგვიღია, არც გვჭირდება — კობახიძე

9 ნოემბერი, 2022 • 1064
ივანიშვილისგან არცერთი თეთრი არ აგვიღია, არც გვჭირდება — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით,  „ქართული ოცნება“ თვითკმარი რესურსების პარტიაა და ბიძინა ივანიშვილს არცერთი თეთრით არ დაუფინანსებია.

კობახიძე ამბობს, რომ „ოცნებას“ აქვს სოლიდური რესურსი, რაც პოლიტიკაში წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია.

„პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ფინანსური და მედიარესურსი — ვინც ფლობს ამ ორ რესურსს, მას აქვს პოლიტიკაში წარმატების მაღალი შანსი. „ქართულ ოცნებას“ ამ კუთხით აქვს რესურსები — ანუ, არის მედია, რომელიც არის მეტნაკლებად ლოიალური ჩვენ მიმართ; ჩვენ არ გვაქვს შემოწირულობების მიღების პრობლემა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს რესურსი ჩვენს მხარეს სოლიდურად არის წარმოდგენილი. მეორე მხარეს არის „ნაცმოძრაობა“, რომელსაც აქვს იგივე — ფული და მედიარესურსი, სამი ტელევიზიის სახით“, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ეს არის მიზეზი, რატომაც სხვა პოლიტიკური სუბიექტები ვერ ახერხებენ წარმატების მიღწევას.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძის თქმით, ის „ქართულ ოცნებას“ არ აფინანსებდა.

„ჩვენ მისგან არათუ არ აგვიღია არცერთი თეთრი მთელი ამ წლების განმავლობაში, არამედ არც გვჭირდება — ჩვენ ვართ თვითკმარი, გვყოფნის ის რესურსები, რომელსაც ვიღებთ შემოწირულობის გზით. არცერთი თეთრით მას არც პარტია და არცერთი პოლიტიკური სუბიექტი არ დაუფინანსებია“, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ აქედან გაუგებარია, რა შეიძლება იგულისხმებოდეს ბიძინა ივანიშვილის გავლენებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი