აფიშაახალი ამბებიკინოხელოვნება

ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა ეროვნული არქივის კინოთეატრში

9 ნოემბერი, 2022 • 1882
ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა ეროვნული არქივის კინოთეატრში

16 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა. 

რეტროსპექტივაზე ნაჩვენები იქნება რეჟისორის მიერ გადაღებული შვიდი მხატვრული ფილმი. ფილმები მოიცავს პერიოდს 1957 წლიდან 2019 წლის ჩათვლით.

ასეთია რეტროსპექტივაზე ნაჩვენები ფილმების განრიგი:

16 ნოემბერი,19:00

  • „გელათი“ (1957) – 20წთ.
  • „ერთი ცის ქვეშ“ (1961) – 80წთ.

17 ნოემბერი, 19:00

  • „მე ვხედავ მზეს“ (1965) – 86წთ.

18 ნოემბერი

  • 17:00 „ფერისცვალება“ (1968) – 81წთ.
  • 19:00 – „როცა აყვავდა ნუში“ (1972) – 75წთ.

19 ნოემბერი

  • 17:00 – „რამდენიმე ინტერვიუ პირად  საკითხებზე“ (1978) – 95წთ.
  • 19:00 – „დღეს ღამე უთენებია“ (1984) – 105წთ.

20 ნოემბერი

  •  17:00 – „ორომტრიალი“ (1986) – 97წთ.
  •  19:00 – „ოქროს ძაფი“ (2019) – 91წთ.

საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი მდებარეობს პეკინის გამზირის 40 ნომერში.

მსურველთათვის რეტროსპექტივაზე დასწრება თავისუფალი იქნება.  ფილმებს ექნება ინგლისური სუბტიტრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი