ახალი ამბები

„გულწრფელად მივესალმები“ – კირკიტაძე ენმ-ში შიდა არჩევნების იდეაზე

9 ნოემბერი, 2022 • 694
„გულწრფელად მივესალმები“ – კირკიტაძე ენმ-ში შიდა არჩევნების იდეაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების ინიციატივას მიესალმება.

მისი თქმით, ენმ-ის მხარდამჭერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ელექტრონულად აირჩიონ ის ადამიანები, ვისი ხილვაც პარტიის სათავეში სურთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ჩვენმა თანამებრძოლებმა, რომლის აზრსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, წამოაყენეს უფრო მეტი გახსნილობით და ჩართულობით ყველა პოზიციაზე ახალი არჩევნების საჭიროება. რა თქმა უნდა, გულწრფელად მივესალმები[…]

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან მომხრეები, რომელთა აზრსაც პატივს ვცემ, მაგრამ ბოლომდე ვერ ვიზიარებ, რომლებიც პრეტენზიას უყენებენ ენმ-ის დღევანდელ მმართველ ორგანოებს და მათ ექნებათ საშუალება, ფართო ელექტრონული არჩევნებით აირჩიონ ის ადამიანები, ვისი ხილვაც მათ სურთ ენმ-ის სათავეში“, – განაცხადა კირკიტაძემ.


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

ამის შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ბრიფინგი გამართეს ენმ-ის წევრებმა: ირაკლი ნადირაძემ, თაკო მეტრეველმა (რუსთავის საკრებულოს წევრი) თათია ნიკოლაიშვილმა (ოზურგეთის საკრებულოს წევრი) და ბონდო თედორაძემ (ქობულეთის მერობის კანდიდატი 2021 წელს).

როგორც ენმ-ის და თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია იყოს ძლიერი, ორგანიზებული და ქმედითი, რადგან „მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს გათავისუფლების და ოლიგარქის დამარცხების მთავარი ინტსრუმენტი“ ძლიერი „ნაციონალური მოძრაობაა“.

ენმ-ს წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი