ახალი ამბები

კალაძის თქმით, ქეთევან წამებულის გამზირი მომავალი კვირიდან სრულად გაიხსნება

9 ნოემბერი, 2022 • 1346
კალაძის თქმით, ქეთევან წამებულის გამზირი მომავალი კვირიდან სრულად გაიხსნება

თბილისში ქეთევან წამებულის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე კვირაში დასრულდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალური მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ბოლო ეტაპი  და ორშაბათიდან გზის სავალი ნაწილი ავტომანქანებისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სრულად გაიხსნება.

მერის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ავლაბრის მეტროდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე გამზირს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო ახალი მოსაცდელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გზებზე დაიხაზა “ბასლეინები”, ქვეითებისთვის მოეწყო კუნძულები და გადასასვლელები. ასევე, კალაძის განცხადებით, ქეთევან წამებულის გამზირზე ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.