ახალი ამბები

ევროპარლამენტში განხილვას გიული ალასანიაც ესწრებოდა

8 ნოემბერი, 2022 • 869
ევროპარლამენტში განხილვას გიული ალასანიაც ესწრებოდა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომას, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს განიხილავდნენ, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც ესწრებოდა.

სხდომა ბრიუსელში დღეს, 8 ნოემბერს, გაიმართა.

ანგარიშის განხილვის დაწყებამდე მას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი მიესალმა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს.

ალასანიასთან ერთად განხილვას ესწრებოდა გიორგი ჩალაძეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი