ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსმა სამხედროებმა გალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

8 ნოემბერი, 2022 • 1677
რუსმა სამხედროებმა გალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

უწყების ცნობითვე, იგი გალის ტერიტორიიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა, რა დროსაც უკანონოდ დააკავეს.

“ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შეკვრა”.

სუს-ის ცნობით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი.

“საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული მორიგი მძიმე ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – წერია სუს-ის დღევანდელ, 8 ნოემბრის განცხადებაში.

“ნარკოტიკების გამო” აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი რამდენიმე დღის წინაც მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი