ახალი ამბები

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ტაძრებს ნებას რთავს, შობა 25 დეკემბერს აღნიშნონ

8 ნოემბერი, 2022 • 1226
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ტაძრებს ნებას რთავს, შობა 25 დეკემბერს აღნიშნონ

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ ეკლესიებს უფლებას აძლევს, 7 იანვრის ნაცვლად, შობა 25 დეკემბერს აღნიშნონ.

როგორც CNN წერს, გადაწყვეტილება აფართოებს ბზარს, რომელიც რუსეთისა და სხვა ქვეყნების მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის გაჩნდა მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ „უამრავი მოთხოვნის განხილვის შემდეგ მიიღო, რომელიც ეკლესიასა და საზოგადოებაში მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა“.

გავრცელებული განცხადებით, ყველა ეკლესიას შეეძლება თავად გადაწყვიტოს, იესო ქრისტეს დაბადებას 25 დეკემბერს აღნიშნავს გრეგორიანული კალენდრის მიხედვით, თუ 7 ნოემბერს, იულიუსის კალენდრის მიხედვით, რომელსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამ დრომდე იყენებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში უკრაინის მართლმადიდებელი საზოგადოების დიდი ნაწილი მოსკოვისგან დისტანცირდა, რაც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ დააჩქარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი