ახალი ამბები

პოლიტიკოსების რეიტინგებში კალაძე პირველ ადგილზეა, ღარიბაშვილი მეორეზე – IRI

7 ნოემბერი, 2022 •
პოლიტიკოსების რეიტინგებში კალაძე პირველ ადგილზეა, ღარიბაშვილი მეორეზე – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI-ს] ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი კახა კალაძეა, მეორე ადგილს კი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს.

კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს ჰკითხეს, ჩამოთვლილ საჯარო პირებს შორის რომელი იყო მათი ფავორიტი. გამოკითხულთა 88%-მა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პატრიარქი ილია II დაასახელა, კახა კალაძე 51%-მა, ხოლო ღარიბაშვილი- 44%-მა.

კვლევის თანახმად, პერსონალურ რეიტინგების პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  • ილია II – 88%
  • კახა კალაძე – 51%
  • ირაკლი ღარიბაშვილი – 44%
  • ანა დოლიძე – 40%
  • სალომე ზურაბიშვილი – 38%
  • დავით უსუფაშვილი – 38%
  • ნინო ლომჯარია – 38%
  • გიორგი გახარია – 37%
  • გიორგი ვაშაძე – 37%
  • ბიძინა ივანიშვილი – 36%

IRI-ს კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. მასში მონაწილეობა საქართველოს 1500-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო. ისინი ინტერვიუს გზით გამოჰკითხეს.

ცდომილების ზღვარი წარმოადგენს 2.5%-ს.

სრულად კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი