ახალი ამბები

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი სააკაშვილთან და გვარამიასთან არ შეუშვეს

5 ნოემბერი, 2022 • 1121
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი სააკაშვილთან და გვარამიასთან არ შეუშვეს

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილეს, მალგოჟეტა გოშევსკას, რომელიც საქართველოში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მოსანახულებლადაა ჩამოსული, საპყრობილეში შესვლის ნება არ მისცეს.

„როგორც მოგეხსენებათ, კიდევ ერთხელ მითხრეს უარი შეხვედრაზე. ასევე, ტელეკომპანია მთავარის დირექტორთან ნიკა გვარამიასთან შეხვედრაზე. თვითონ ის ფაქტი, რომ პატიმრობაში იმყოფება ქვეყნის პრეზიდენტი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორი არც თუ საუკეთესოდ მეტყველებს ამ ქვეყანაზე.

ვწუხვარ, რომ მივიღე მორიგი უარი პატიმრებთან შეხვედრაზე და არ მომეცა საშუალება, მენახა რა პირობებში იმყოფებიან ისინი და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა მალგოჟეტა გოშევსკამ.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც გოშევსკას საპყრობილეში შესვლაზე უარი განუცხადეს.

თარგმანი: ტელეკომპანია „ფორმულა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი