ახალი ამბები

ძველ თბილისში სახლი ჩამოინგრა, არავინ დაშავებულა — საგანგებო

3 ნოემბერი, 2022 • 766
ძველ თბილისში სახლი ჩამოინგრა, არავინ დაშავებულა — საგანგებო

ძველ თბილისში, ხარფუხის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევა 3 ნოემბრის საღამოს მოხდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა და უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე  მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.

“ნეტგაზეთი” შსს-სგან ელის პასუხს, დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება.

გარეკანის ფოტო: სქრინი “ტვ პირველის” ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.