უკრაინამ ტყვეების გაცვლის შედეგად 107 მებრძოლი დაიბრუნა, რომელთაგან 74, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, „აზოვსტალის მცველია“. ერმაკის თქმით, გათავისუფლებული ტყვეებიდან ბევრი მძიმედაა დაჭრილი:
„ჩვენ შევძელით მარიუპოლში მძიმედ დაჭრილი მებრძოლების დაბრუნება. ბიჭებს ჭრილობები აქვთ კიდურებზე, რამდენიმე მათგანს კი კიდურები აქვთ მოკვეთილი, ზოგს დამწვრობა აღენიშნება. რამდენიმე მათგანი სახის ნახევარს ვერ გრძნობს“, – წერს ერმაკი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე რუსული ტყვეობიდან უკრაინამ 1 000 მოქალაქეზე მეტი დაიბრუნა. ტყვეების წინა გაცვლის დროს, რომელიც 29 ოქტომბერს შედგა, უკრაინამ 52 მებრძოლი დაიბრუნა.