ახალი ამბები

ESPN-მა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენების თერთმეტეულში დაასახელა

3 ნოემბერი, 2022 • 1128
ESPN-მა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენების თერთმეტეულში დაასახელა

სპორტულმა გამოცემა ESPN-მა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის აღმოჩენებისგან შემდგარი თერთმეტეული დაასახელა. სიმბოლურ გუნდში ქართველი სპორტსმენი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელის ფაქტორმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს რეიტინგის სათავეშია და ამასთან, თავი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა. ESPN წერს, რომ ქართველი ფეხბურთელის გამანადგურებელი ენერგია „აიაქსმა“ იწვნია, სადაც ორმატჩიან სერიაში კვარაცხელიამ ორი გოლის გატანა და ორი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, რომ აღარაფერი ითქვას „რეინჯერსზე“, რომელთან შეხვედრაშიც კვარაცხელიამ კარში 8 დარტყმა მიიწერა:

„არაპროგრნოზირებადობითა და მოხერხებულობით აღჭურვილმა თავდამსხმელმა დაამტკიცა, რომ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონზე“, – წერს გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.

კვარაცხელია ერთადერთი ფეხბურთელი არ არის „ნაპოლიდან“, რომელიც ESPN-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. გამოცემამ თერთმეტეულში ჯაკომო რასპადორიც დაასახელა.

ESPN-ის თერთმეტეული:

დიოგო კოშტა (პორტო)

პედრო პორო (სპორტინგი)

სილვა (ბენფიკა)

პავლოვიჩი (ზალცბურგი)

პიერო ჰინკაპი (ლევეკუზენი)

ნიკოლას სეივალდი (ზალცბურგი)

ენცო ფერნანდესი (ბენფიკა)

რაფაელ ონეიდიკა (ბრიუგე)

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

მიჰაილო მუდრიკი (შახტარი)

ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი)

მასალების გადაბეჭდვის წესი