ახალი ამბები

გორში დედა-შვილს ავტომანქანა დაეჯახა

2 ნოემბერი, 2022 • 658
გორში დედა-შვილს ავტომანქანა დაეჯახა

გორში დედა-შვილს ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 2 ნოემბერს მოხდა.

დაშავებული დედა-შვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, იგორ გეორგიანის თქმით, დედა-შვილს ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა და ლაბორატორიული ანალიზები ჩაუტარდა. 7 წლის მოზარდის გადაყვანა იგეგმება თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი