ახალი ამბებიკინოხელოვნება

ბოსფორის კინოფესტივალზე დათა ფირცხალავას გადაეცა პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის

1 ნოემბერი, 2022 • 1446
ბოსფორის კინოფესტივალზე დათა ფირცხალავას გადაეცა პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის

სტამბულში, ბოსფორის მეათე კინოფესტივალზე, შედგა დათა ფირცხალავას პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის ევროპული პრემიერა.

ფილმი “დიდი შესვენება” ჟიურიმ გამოარჩია პრიზით საუკეთესო რეჟისურისთვის.

ფილმმა გაიმარჯვა საქართველოდან ოსკარზე წარსადგენი ფილმის შესარჩევ კონკურსში და აქვს შანსი ამერიკის კინოაკადემიაზე საქართველო წარადგინოს.

ფილმის სცენარი დათა ფირცხალავასვე ეკუთვნის. თემურ ჩხეიძის სახელოსნოში დაწერილი პიესა, რეჟისორმა სცენარად აქცია.

ფილმის სინოფსისის თანახმად, სკოლის დამთავრებიდან ცამეტი წლის შემდეგ კლასელები თავიანთ საკლასო ოთახში იკრიბებიან. ჩაკეტილი სივრცე და მოგონებები ატივტივებს წარსულში დარჩენილ ტკივილებსა და ჩაგვრის ისტორიებს. მეგობრების, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი შეხვედრა გადაიზრდება წარსულისა და თავიანთი საქციელების გადააზრებაში, შურისძიების წყურვილისა და მიტევების შესაძლებლობა/შეუძლებლობის ჭიდილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი