მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 31 ოქტომბერს რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქვეყნის ჩრდილოეთში, სოფელ ნასლავჩას მიმდებარედ.
ინფორმაციას უკრაინული Pravda ავრცელებს.
მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, რის შემდეგაც საზღვართან ახლომდებარე სოფელში ჩამოვარდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დასახლებაში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები.
რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი ახლოს არის ჰიდროელექტროსადგურთან, თუმცა, უწყების თანახმად, ამჟამად სადგურის დაზიანების ან წყალდიდობის საფრთხე არ არსებობს.
მოლდოვა უკრაინის მეზობელი სახელმწიფოა. რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების მასშტაბური დაბომბვების განახლების შემდეგ, უკრაინული და მოლდოვური მხარეების თანახმად, რაკეტებისა და დრონების ნაწილი ასევე არღვევს მოლდოვის საჰაერო სივრცეს, ზოგ შემთხვევაში კი სულაც მოლდოვაში ვარდება.