ინდოეთში, გუჯარათის რეგიონის ქალაქ მორბიში საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა, რასაც, სულ მცირე, 81 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
The Guardian ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩამონგრევის დროს ხიდზე 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანან ბავშვებიც.
BREAKING: Bridge with hundreds of people collapses into river in western India pic.twitter.com/eRRIk0aMsS
— BNO News (@BNONews) October 30, 2022
230-მეტრიანი ხიდი მე-19 საუკუნეში ააშენეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ის წამებში ჩამოინგრა.
