ახალი ამბები

რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს 4 ქალი, რომელიც ოჯახში ძალადობის გამო საქართველოში გამორბოდა

29 ოქტომბერი, 2022 • 1009
რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს 4 ქალი, რომელიც ოჯახში ძალადობის გამო საქართველოში გამორბოდა

ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსმა მესაზღვრეებმა ოთხი დაღესტნელი ქალი დააკავეს, რომელიც  ოჯახში ძალადობას გამოექცნენ და საქართველოში ჩამოსვლას ცდილობდნენ.

როგორც ტელეგრამ არხი SOTA წერს, ოთხივე ახალგაზრდა ქალი 4 საათზე მეტია რაც რუს მესაზღვრეებს დაკავებული ჰყავთ და მათ ოჯახებში დაბრუნებას გეგმავენ მიუხედავად იმისა, რომ დები ოჯახში ძალადობას გაურბოდნენ. ტელეგრამ არხი იუწყება, რომ ოთხივე მათგანი ბავშვობაში ქალთა წინადაცვეთის მსხვერპლი გახდა.

ადამიანისუფლებადამცველი ორგანიზაციის SK SOS-ის აქტივისტების თქმით, დები სრულწლოვნები არიან, თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთის მხრიდან სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ქალებს მესაზღვრეებმა ჰკითხეს ჰქონდათ თუ არა მათ საზღვრის გადაკვეთაზე მშობლების ნებართვა, შემდგომ კი განუცხადეს, რომ მათი ნათესავები მათ წასაყვანად მოდიოდნენ. აქტივისტების თქმით, მესაზღვრეებმა დებს პასპორტები ჩამოართვეს და საქართველოში გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ.

ადგილზე მისულ ადვოკატს, მესაზღვრეებმა განუცხადეს, რომ გოგონებს „ვალის“ გამო ჰქონდათ მოგზაურობა აკრძალული, თუმცა მას შემდეგ, რაც ადვოკატის დახმარებით ფინანსური დოკუმენტაციით დადასტურდა, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები. პუნქტის პერსონალმა განაცხადა, რომ მენეჯმენტის გადაწყვეტილებას ელოდნენ. მომხდარი კი „ფილტრაციის ზომებით“ ახსნეს.

SOTA წერს, რომ გოგონები ნათესავებისგან რეგულარული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. აქტივისტების თქმით, დებმა გაქცევა საბოლოოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მშობლებმა ერთ-ერთი მათგანის საკუთარ ბიძაშვილზე დაქორწინება გადაწყვიტეს.

ტელეგრამში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერსი, ქალები დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ მესაზღვრეები მათ ნათესავებს გადასცემენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი