ახალი ამბები

უკრაინამ ტყვეების გაცვლის შედეგად 52 ადამიანი დაიბრუნა

29 ოქტომბერი, 2022 • 602
უკრაინამ ტყვეების გაცვლის შედეგად 52 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინამ სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად, 52 ადამიანი დაიბრუნა, რომელა შორის სამხედრო პერსონალი და ექიმები არიან.

გათავისუფლებულთა შორის, ერმაკის თქმით, „აზოვსტალის მცველები“ და ის პირებიც არიან, რომლებიც მოსკოვის ტყვეობაში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც რუსულმა ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაიკავა:

„ჩვენ არ ვწყვეტთ ძალისხმევას, რომ შევასრულოთ პრეზიდენტის ბრძანება და ყველა უკრაინელი შინ დავაბრუნოთ“ – წერს ერმაკი „ტელეგრამში“.

რამდენიმე დღის წინ, მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ 28 სამხედრო ტყვე დაიბრუნა. ჯამში, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინამ ტყვეების გაცვლის შედეგად 987 ადამიანი დაიბრუნდა, მათ შორის 99 სამოქალაქო პირი.

ყველაზე მასშტაბური გაცვლა 21 სექტემბერს მოხდა, როცა რუსული ტყვეობიდან 215 ადამიანი გათავისუფლდა, მათ შორის, „აზოვსტალის მცველები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი