უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა რუსთავში. ადგილობრივი მედიასაშუალება „ინფო რუსთავის“ ცნობით, მუნიციპალური ავტობუსი 4 წლის ბავშვს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
მედიასაშუალებისვე ცნობით, ბავშვი მალევე გადაიყვანეს გარდაბანში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“.
მორიგე ექიმის თქმით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
დაწყებულია გამოძიება.