სომხეთის ხელისუფლებამ RT-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს და რუსეთის პარლამენტის დეპუტატს, კონსტანტინ ზატულნს სომხეთში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ სიმონიანმა მის ტელეგრამ არხზე დაწერა.
“კონსტანტინ ზატულინს, რომელიც მრავალი წელია მხარს უჭერს სომხეთს, სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც”, – დაწერა სიმონიანმა.
იქამდე ზატულინმა თავად დაწერა, რომ მიიღო წერილი, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ სომხეთში იგი “არასასურველი” სტუმარია, ვინაიდან მისი ბოლოდროინდელი განცხადებები სომხეთის მისამართით აზიანებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და სამოკავშირეო ურთიერთობებს.
2020 წლის ყარაბაღის ომში დამარცხებაში ზატულინი სომხეთის ხელისუფლებას ადანაშაულებდა. მარგარიტა სიმონიანმა კი იქამდე რუსეთში მცხოვრები სომხების სახელით ფაშინიანი არაოფიციალურ ანტირუსულ პოზიციებში დაადანაშაულა.