ახალი ამბები

ბურჯანაძე: არანაირი პოლიტიკური ინეტერესი არ მქონია, თუ მექნება, ვიცი ამის გზებიც

25 ოქტომბერი, 2022 • 854
ბურჯანაძე: არანაირი პოლიტიკური ინეტერესი არ მქონია, თუ მექნება, ვიცი ამის გზებიც

„მე კიდევ ერთხელ ვეცადე, მაქსიმალურად წარმომეჩინა ის, რომ არანაირი პოლიტიკური ინტერესი ცხოვრებაში არ მქონია, თუ ოდესმე გადავწყვეტ, რომ პოლიტიკაში შეიძლება რამე გავაკეთო, რა თქმა უნდა, ვიცი ამისი გზებიც“, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა გიორგი ბურჯანაძემ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, მისი ერთადერთი ამოცანა ქვეყნის წარმატებაა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში წლების შემდეგ ადამიანის უფლებების სფეროში პროგრესს მიაღწიოს, რაც უკეთესი სახელმწიფოს საწინდარი იქნება:

„მე ვარ გიორგი ბურჯანაძე და ერთადერთი მთავარი ამოცანა მაქვს, რომ ეს ქვეყანა იყოს უფრო წარმატებული და ჩემს კოლეგებთან ერთად ყოველთვის გავაკეთებ ყველაფერს, რომ იყოს უფრო და უფრო მეტად შესაძლებელი. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ბევრი რამის გაკეთების შესაძლებლობა მოგვეცა, ბევრი რამე გავაკეთეთ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთება არის შესაძლებელი. ადამიანის უფლებები არ არის სფერო, სადაც შეიძლება რამე ამოწურო. ადამიანის უფლებების სფეროში იმიტომ მიყვარს მუშაობა, რომ სრულიად დიდი დინამიკა აქვს, არასდროს არ მთავრდება და ყოველთვის ახალ-ახალი სფეროები მოდის.

მაქვს ძალიან დიდი ენთუზიაზმი და სურვილი, რომ ეს საქმიანობა გავაგრძელო. მე კიდევ ერთხელ ვეცადე, მაქსიმალურად წარმომეჩინა ის, რომ არანაირი პოლიტიკური ინტერესი ცხოვრებაში არ მქონია. თუ ოდესმე გადავწყვეტ, რომ პოლიტიკაში შეიძლება რამე გავაკეთო, რა თქმა უნდა, ვიცი ამისი გზებიც. პირიქით, ძალიან მეკომფორტულება ის სფერო, საიდანაც საქმეს ვაკეთებ. ამ სფეროს აქვს საჯაროობა, საზოგადოების ყურადღება და შესაძლებლობები იმისთვის, რათა რაღაც-რაღაცები გამოვასწოროთ და წლების მერე საქართველოში გვქონდეს ადამიანის უფლებების პროგრესი, წლების მერე უფრო და უფრო უკეთესი სახელმწიფო გვქონდეს“,- თქვა გიორგი ბურჯანაძემ შემაჯამებელი სიტყვისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი