ახალი ამბები

აშშ-ის სკოლაში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

25 ოქტომბერი, 2022 • 413
აშშ-ის სკოლაში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, მისურის შტატის ქალაქ სენტ ლუისის სკოლაში მასობრივ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. როგორც BBC წერს, შემთხვევა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. შეიარაღებული პირი სკოლის სახვითი ხელოვნების განყოფილებაში შევიდა და სროლა ატეხა.

როგორც BBC თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელის ცეცხლსასროლი იარაღი გაიჭედა, რის შემდეგაც შენობაში პოლიცია შევიდა. ორმხრივი სროლის შედეგად, 19 წლის ეჭვმიტანილი დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობების შედეგად. ბიჭი, რომელიც თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, ადგილობრივი პოლიციის თქმით, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა. გამოცემა წერს, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

სენტ ლუისის სკოლაში შეიარაღებული თავდასხმისას დაღუპულთა შორის არიან მოზარდი გოგო და მასწავლებელი ქალი. რაც შეეხება დაშავებულთა მდგომარეობას, ადგილობრივი მედიის ცნობით, არცერთ მათგანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.

BBC წერს, რომ თავდამსხმელს თან ჰქონდა ასობით ტყვია და ათობით მჭიდი  — „მე ვცდილობდი გაქცევას, მაგრამ ვერ ვახერხებდი. მან თვალებში შემომხედა. თავის გადარჩენა იმიტომ მოვახერხე, რომ თავდამსხმელს იარაღი გაეჭედა“, – იხსენებს მომხდარს ერთ ერთი თვითმხილველი.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელმა სენტ ლუისის სკოლა გასულ წელს დაამთავრდა და კრიმინალური წარსული არ ჰქონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი