ახალი ამბები

წინა წელთან შედარებით, ბინებისა და კერძო სახლების ფასების ინდექსი 10.7%-ით გაიზარდა — საქსტატი

24 ოქტომბერი, 2022 • 1377
წინა წელთან შედარებით, ბინებისა და კერძო სახლების ფასების ინდექსი 10.7%-ით გაიზარდა — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 17.5 პროცენტით არის გაზრდილი. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საქსტატი აღნიშნავს, რომ 2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა ძირითადად დაფიქსირდა კერძო სახლების სეგმენტში (8.8 პროცენტი).

2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში — ბინებზე- 10.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე- 10.0 პროცენტით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, როგორც ბინები, ასევე კერძო სახლები ყველაზე ძვირი ღირს მთაწმინდის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში.

2022 წლის მესამე კვარტალში ფასების ზრდა ფიქსირდება ბინების სამივე კატეგორიაში მათ შორის გაძვირებულია ბინები მწვანე, თეთრი და შავი კარკასების მდგომარეობაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი