ახალი ამბები

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის 2 დასახლება მთლიანად დატოვეს – უკრაინის გენშტაბი

22 ოქტომბერი, 2022 • 1127
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის 2 დასახლება მთლიანად დატოვეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ორი დასახლება ჩარევნე და ჩკალოვო მთლიანად დატოვეს.

მათივე ინფორმაციით, ბერისლავიდან ევაკუირებული არიან ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების ცალკეული ნაწილები აგრძელებენ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებას. ამასთან, გახშირდა ადგილობრივი მოსახლეობის მოროდიორობის და ძარცვის შემთხვევები“, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები ქალაქის დატოვებისას ადგილობრივ მოსახლეობას მანქანებს ართმევენ.

ხერსონის ოლქის დეოკუპაციის კუთხით უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლოდროინდელი სწრაფი წარმატებების ფონზე 20 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში დნეპრის მარჯვენა სანაპირპდან მარცხენა სანაპიროზე ატარებდნენ სამხედრო ტექნიკასა და პერსონალს.

22 ოქტომბერს ხერსონის ოლქის „ხელისუფლების წარმომადგენლებმა“ მოსახლეობას „ფრონტზე დაძაბული სიტუაციის გამო“ უბრძანეს სასწრაფოდ დაეტოვებინათ ხერსონი და გადასულიყვნენ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი