უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიშა ყაფლანიშვილი დაიღუპა.

ამ ინფორმაციას მისი ოჯახი წევრები და მეგობრები ავრცელებენ. ყაფლანიშვილი ლუგანსკის რეგიონში იბრძოდა.

ყაფლანიშვილი ფეისბუკ გვერდზე ხშირად აქვეყნებდა ფოტო-ვიდეომასალას ომიდან, ბოლო ვიდეო მან გუშინ გამოაქვეყნა.