ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მხოლოდ რუსეთი მოგვცემს” – სტეპანაკერტი

21 ოქტომბერი, 2022 • 1370
“უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მხოლოდ რუსეთი მოგვცემს” – სტეპანაკერტი

“ჩვენ სამშვდობო მისიას და უსაფრთხოების უფრო მყარ გარანტიებს რუსეთის მხრიდან ვხედავთ”, – განაცხადა არაღიარებული ყარაბაღის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა ადგილობრივ საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

როგორც ის ამბობს, ხელისუფლება მადლობელია რუსეთის და კონკრეტულად პრეზიდენტ პუტინის 2020 წლის ომის შეჩერებისთვის.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია თვითგამორკვევა და დამოუკიდებლობა, მაგრამ ეს რუსეთის გარანტიების გარეშე ვერ წარმომიდგენია. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების აქტივობას, მათი მონაწილეობა ძალიან მნიშვენლოვანია ჩვენს ურთიერთობებში აზერბაიჯანთან, თუმცა, პირდაპირ ვიტყვი, რომ ყარაბაღის მომავალი რუსეთის გარეშე ეჭვქვეშ დადგებოდა”.

რუსეთის, როგორც უსაფრთხოების გარანტის ცნება სომხურ საზოგადოებაში სადისკუსიო მას შემდეგ გახდა, რაც აზერბაიჯანმა დაიკავა რუსი სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სოფლები ფარუხი და ხცაბერდი.

სტეპანაკერტი; ფოტო; მარუტ ვანიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი