ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები სოხუმსა და ცხინვალშიც შეეხოთ

21 ოქტომბერი, 2022 • 3346
უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები სოხუმსა და ცხინვალშიც შეეხოთ

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ  ბრძანებაში, რომლის თანახმადაც სანქციები ასეულობით იურიდულ და ფიზიკურ პირს შეეხო, ის აფხაზები და ოსებიც მოხვდნენ, რომლებიც დონცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში არჩევნებს აკვირდებოდნენ.

აფხაზეთიდან სასანქციო ნუსხაში მოხვდნენ თამაზ გოგია, აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის ხელმძღვანელი, დე ფაქტო პარლამენტის წევრი, ალმასხან არძინბა და ოლეგ არშბა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი. სამივე მათგანი ე.წ. არჩევნებზე დამკვირვებლად იყო წარდგენილი.

რაც შეეხება ცხინვალს, სანქციები შეეხო იგორ კოზაევს, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინიტრაციის უფროსია; ასევე, იგორ ჩოჩიევს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატს.

სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას, ლიცენზიების გაუქმებასა და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს.

სხვებთან ერთად, სანქციები შეეხებათ ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს; ასევე, უჩა მამაცაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია, და ტიტე მამაცაშვილს, რომელიც უჩა მამაცაშვილის შვილია.

უკრაინამ ივანიშვილის გარემოცვა და სხვები დაასანქცირა

მასალების გადაბეჭდვის წესი