ახალი ამბები

სიცოცხლე გაწირეს მოყვასის დასაცავად — ილია II უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე

20 ოქტომბერი, 2022 • 799
სიცოცხლე გაწირეს მოყვასის დასაცავად — ილია II უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებს. წერილი საპატრიარქოს ვებგვერდზე 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

“კვლავ ვემშვიდობებით უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლებს, – ალუდა ზვიადაურს, კახა გოგოლს, ბერდია ჯოხაძეს, გელა გოგიასა და ედიშერ კვარაცხელიას, რომელთაც სიცოცხლე გაწირეს მოყვასის დასაცავად.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა”, — აღნიშნავს ილია II.

უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე 20-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი