ახალი ამბები

„არასრულწლოვნებს სასქესო ორგანოებზე შეხებას სთხოვდა“ – ქუთაისში 2 პირი დააკავეს

20 ოქტომბერი, 2022 • 1796
„არასრულწლოვნებს სასქესო ორგანოებზე შეხებას სთხოვდა“ – ქუთაისში 2 პირი დააკავეს

ქუთაიშში „სექსუალური ხასიათის ქმედების“ და იძულების ბრალდებით 2 კაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 45 წლის კაცს ბრალად ედება არასრულწლოვნის იძულება, 34 წლისას კი – „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება“.

გამოძიების თანახმად, 45 წლის კაცმა ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარედ არასრულწლოვან გოგოს „ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა“.

პოლიციის თანახმად, იგი დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, 34 წლის კაცს, პოლიციის თანახმად, სამართალდამცველებმა ის „ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა“.

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების და იძულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 138-ე მუხლებით.

პირველს (იძულების მუხლზე) 1.5-წლიანი პატიმრობა ემუქრება, მეორეს კი – 4-დან 6 წლამდე პატიმრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი