ახალი ამბები

სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა $375 მილიონზე შეადგინა – ადმინისტრაცია

20 ოქტომბერი, 2022 • 454
სექტემბერში  საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა $375 მილიონზე შეადგინა – ადმინისტრაცია

2022 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა $375 615 194 შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17.9%-ით აჭარბებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

“სექტემბრის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ უკვე მესამედ გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს”, — აღნიშნავს უწყება.

ადმინისტრაციის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბრის შემოსავალი $56 982 269-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამავე მონაცემებით, 2021 წლის სექტემბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია $213 752 443-ით (+132.1%).

© ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 

რაც შეეხება 2022 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს: ამ პერიოდში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან(ტურიზმიდან) $2.5 მილიარდის ოდენობის შემოსავალი მიიღო, რაც, ადმინისტრაციის ცნობით, “2019 წლის მაჩვენებლის 97.5%-ით აღდგენაა”.

“2021 წლის იანვარი-სექტემბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 1 651 528 684 (+190.8%) აშშ დოლარით”, — აღნიშნავს ტურიზმის ადმინისტრაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი