ახალი ამბები

გვსურს, მთავრობამ ილაპარაკოს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის – კინზინგერი

17 ოქტომბერი, 2022 • 1029
გვსურს, მთავრობამ ილაპარაკოს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის – კინზინგერი

რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა ისაუბროს იმაზე, თუ რამდენად საშიშია რუსეთი.

ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

კინზინგერის თქმით, საფრთხე, რომ შესაძლოა რუსეთი საქართველოს თავს დაესხას, ყოველთვის იდგა.

თუმცა მისი თქმით,  უფრო დიდი საფრთხეა, რომ რუსეთი ომის შიშს გამოიყენებს, რათა საქართველოს  მთავრობა და ხალხი დათმობებზე წაიყვანოს.

„მე მომისმენია საქართველოში, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა. ეს არ არის სიმართლე. მე კიდევ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ამერიკა არ სთხოვს საქართველოს, დაიწყოს ომი რუსეთის წინააღმდეგ.

ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ შორის პარტნიორობა და ილაპარაკოს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის. და, რა თქმა უნდა, არ დაიწყოს ომი. რუსეთის მომავალი არ არის ნათელი, დასავლეთის მომავალი კი ნათელია“, – განაცხადა კინზინგერმა, რომლის საუბრის თარგმანსაც „ფორმულა“ ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი