ახალი ამბები

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარების მისიას ქმნის

17 ოქტომბერი, 2022 • 795
ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარების მისიას ქმნის

ევროკავშირის საბჭო უკრაინის სამხედრო დახმარების მისიის (EUMAM Ukraine) შექმნაზე შეთანხმდა.

მისიის მიზანია, ხელი შეუწყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას სამხედრო ოპერაციების ეფექტურად წარმართვის მიზნით. უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მოთხოვნის საპასუხოდ, EUMAM Ukraine გაუწევს ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ წვრთნას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს. მისია კოორდინაციას გაუწევს წევრი ქვეყნების აქტივობებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნებში.

„ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია გაწვრთნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რათა მათ გააგრძელონ გაბედული ბრძოლა. EUMAM არ არის მხოლოდ სასწავლო მისია, ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ ევროკავშირი დადგება უკრაინის გვერდით მანამ, სანამ საჭირო იქნება“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

არააღმასრულებელი მისიის მანდატი თავდაპირველად ორ წელს გაგრძელდება და საერთო ხარჯების ფინანსური ანგარიშგების თანხა ამ პერიოდისთვის იქნება 106 700 000 ევრო.

მისია უზრუნველყოფს კოორდინაციას წევრი ქვეყნების ორმხრივ საქმიანობასთან უკრაინის მხარდასაჭერად, ისევე როგორც სხვა თანამოაზრე საერთაშორისო პარტნიორებთან, და ღია იქნება მესამე სახელმწიფოების მონაწილეობისთვის.

EUMAM Ukraine იმუშავებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე და ექნება თავისი ოპერატიული შტაბი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ფარგლებში ბრიუსელში. მისიის მეთაური იქნება ვიცე-ადმირალი ჰერვე ბლეჟანი, EEAS-ში სამხედრო დაგეგმვისა და წარმართვის შესაძლებლობების (MPCC) დირექტორი.

არააღმასრულებელი მისიის მანდატი თავდაპირველად ორ წელს გაგრძელდება და მისთვის 106 700 000 ევრო გამოიყოფა.

მასალების გადაბეჭდვის წესი