ახალი ამბები

დამცირება, ძალადობა, მუქარა – ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

17 ოქტომბერი, 2022 • 680
დამცირება, ძალადობა, მუქარა – ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

პროკურატურა იუწყება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, მუქარისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შენახვის და გავრცელების ბრალდებით ერთ პირს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

იგი 2021 წლის 21 თებერვალს დააკავეს. ბრალდების თანახმად, – რაც სასამართლომაც გაიზიარა, – „ბრალდებულმა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებულის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა განახორციელა“, „რამდენჯერმე იძალადა მასზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია, რაც ინტერნეტის მეშვეობით უკანონოდ გაავრცელა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი