ახალი ამბები

#DefendingUkraine — თბილისში „უკრაინის დამცველთა დღე“ აღნიშნეს

16 ოქტომბერი, 2022 • 2166
#DefendingUkraine — თბილისში „უკრაინის დამცველთა დღე“ აღნიშნეს

დღეს, 16 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, „უკრაინის დამცველთა დღე“ აღნიშნეს საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელებმა და მათმა გულშემატკივრებმა.

ღონისძიება მსოფლიოს 70-მდე ქალაქში 14 ოქტომბერს გაიმართა, მაგრამ 13 ივნისს ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად მოზარდის გარდაცვალების გამო ორგანიზატორებმა შეკრება გადადეს.

„ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ამ დროს უკრაინის დამცველთა დღის პატივსაცემად აქციის ჩატარება არ იქნება მიზანშეწონილი“, — განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

16 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, სადაც ჩართეს საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები, მოისმინეს სხვადასხვა ადამიანის მიმართვები, გაშალეს უკრაინის დროშაც. აქციის ზოგ მონაწილეს ხელში ეკავა ბანერი წარწერით, „პუტინო, ვერ შეგვაშინებ!“.

მთავარ ფოტოზე: თბილისში 16 ოქტომბერს გამართული აქცია. ავტორი: დიმა კვარაცხელია/ twitter

მასალების გადაბეჭდვის წესი