ახალი ამბები

სროლა ბელგოროდის სამხედრო დანაყოფში, მედიის ცნობით, სავარაუდოდ 20-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია მოკლული

15 ოქტომბერი, 2022 • 1167
სროლა ბელგოროდის სამხედრო დანაყოფში, მედიის ცნობით, სავარაუდოდ 20-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია მოკლული

რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალებების თანახმად, რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სამხედრო დანაყოფში ინციდენტი მოხდა, რასაც სავარაუდოდ მსხვერპლი მოჰყვა.

Baza-ს ინფორმაციით, სროლა სამხედრო ნაწილში უცნობმა პირებმა ატეხეს, არიან დაშავებულები და დაჭრილები.

Сота-ს მიხედვით, ცეცხლი გახსნეს პოლიგონზე, სადაც სამხედრო მომზადებას მობილიზებული პირები გადიოდნენ. ამავე წყაროს მიხედვით, ისროდა 3 ადამიანი, რომელთაგან 2 ადგილზე მოკლეს, ხოლო ერთი გაიქცა. სულ დაიღუპა 22 ადამიანი და დაშავდა – 16. Сота ამ ცნობას ერთ-ერთი დაშავებულის ოჯახის წევრის სატელეფონო ჩანაწერზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა მის ავთენტურობას ჯერჯერობით ვერ დსტურებს.

ტელეგრამ არხი “Осторожно, новости” კი იუწყება, რომ ცეცხლი პოლიგონზე 2-მა სამხედრომ გახსნა და 12 ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი