ახალი ამბები

თურქეთში შახტაში მომხდარ აფეთქებას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა

15 ოქტომბერი, 2022 • 1028
თურქეთში შახტაში მომხდარ აფეთქებას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, ქალაქ ამასრაში მდებარე ქვანახშირის შახტაში წუხელ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც მინიმუმ 28 ადამიანი დაიღუპა.

აფეთქებისას შახტაში 110 ადამიანი მუშაობდა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ შახტაში ჩარჩენილთა ნაწილს. ოფიციალური უწყებების ცნობით, შახტიდან 58 ადამიანი უკვე ამოიყვანეს.

დღეს ამასრაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ელოდებიან.

თურქეთში შახტაში ყველაზე მასშტაბური ინციდენტი 2014 წელს მოხდა, როდესაც 301 ადამიანი დაიღუპა ქალაქ სომაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი