ახალი ამბები

კალაძის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება

13 ოქტომბერი, 2022 • 1759
კალაძის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება

თბილისის მერის, კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტთან აქცია იმართება.

პარლამენტთან აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დღეს, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში გადავარდნილი ბურთის ამოსაღებად წყალთან მისული 13 წლის გოგო დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

„კალაძემ მორიგი კორუფციული სქემით იმსხვერპლა ბავშვის სიცოცხლე! ქალაქის მერი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს კორუფციული გზით ფლანგავს და მუდმივად საფრთხეს უქმნის ქალაქის მცხოვრებელთა სიცოცხლეს – უნდა წავიდეს!“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.