ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ბიზნესს დავალებები მისცეს

13 ოქტომბერი, 2022 • 1574
აფხაზეთში თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ბიზნესს დავალებები მისცეს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და დე ფაქტო მთავრობა ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და შეიარაღებული ძალებისთვის დახმარება ითხოვეს.

რამდენიმე კვირის წინ ბჟანიამ, აფხაზეთში სამობილიზაციო მზაობის გასაუმჯობესებლად, აფხაზეთის თავდაცვიუნარიონარობის წინასწარი შეფასება და რეკომენაციების შემუშავების დავალება გასცა. ოფიციალური ინფორმაციით, უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფში 14 წევრია.

როგორც აფხაზური მედია წერს, ბჟანიამ ბიზნესს დახმარება სთხოვა სამობილიზაციო სამუშაოების ფარგლებში ისეთი საკითხების უზრუნველყოფაში, როგორიცაა პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები და მედიკამენტები, სამედიცინო პერსონალის გადამზადება, ჯარის თანამედროვე მობილური საშუალებებით უზრუნველყოფა, უპილოტო საფრენი აპარტები და მათი ოპერატორების სწავლება, თავდაცვის საშუალებები, ჯავშანჟილეტები, ბალისტიკური სათვალეები, ტაქტიკური ხელთათმანები, სამხედროების ზამთრის ეკიპირება, ტაქტიკური მობილური ჯგუფების გადაადგილებისთვის მსუბუქი ავტომობილები, ენერგოგენერატორები ელექტრომომარაგების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად და ა.შ.

ოფიციალური ცნობითვე, აღნიშნული ღონისძიებების ნაწილს ახორციელებს თავად [დე ფაქტო] თავდაცვის სიმინისტრო.

როგორც აფხაზური მედია წერს, შეხვედრაზე ბიზნესმენებმა შეიარაღებული ძალების დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი