რუსეთმა პირველად აღიარა უკრაინაში გაგზავნილი მობილიზებული ჯარისკაცების სიკვდილი.

ჩელიაბინსკის გუბერნატორის, ალექსეი ტეკსლერის ინფორმაციით, სამხედრო კომისიამ დაადასტურა 5 წვევამდელის სიკვდილი.

„ჩვვენ ყველა საჭირო დახმარებას გავუწევთ დაღუპულთა სამხედროთა ოჯახებს. ფედერალურ დახმარებასთან ერთად, დაჩქარებული გზით მათ გამოეყოფათ თითო ადამიანზე მილიონი რუბლი“, – თქვა მან.

გარეკანი ფოტო: gpkorkino.ru


რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ 21 სექტემბერს გამოცხადდა. პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც რეზერვში იმყოფება და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, იგეგმება 300 000 კაცის გაწვევა.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, ქვეყნის საზღვრებს კი მასობრივად მიაწყდნენ მოქალაქეები, რომლებსაც მობილიზაციისთვის თავის არიდება სურთ.

ნახეთ ამ თემაზე:

მობილიზებული რუსების პროტესტის ამსახველი ვიდეო ვრცელდება