ახალი ამბები

ერთი წყალწაღებული მეორე წყალწაღებულს შეხვდა – ზარქუა ხაბეიშვილსა და კუბილიუსზე

12 ოქტომბერი, 2022 • 1207
ერთი წყალწაღებული მეორე წყალწაღებულს შეხვდა – ზარქუა ხაბეიშვილსა და კუბილიუსზე

საქართველოს პარლამენტის წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა  ირაკლი ზარქუამ ენმ-ის წარმომადგენელ ლევან ხაბეიშვილს და ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს წყალწაღებულები უწოდა. აღნიშნული განცხადება მან დღეს, 12 ოქტომბერს, მათი შეხვედრის შესახებ საუბრისას გააკეთა.

“ბრიუსელში ხაბე [ლევან ხაბეიშვილი] რომ დადის, აქ უკვე დამთავრებულია, როგორც მთავარი პოლიტიკური ორგანიზაციის მიზნები, ამოცანები და ხედვები, თუმცა ეს მათი შიდა სამზარეულოა. და შეხვდა, თუ არ ვცდები, კუბილიუსს, ანუ ერთი წყალწაღებული მეორე წყალწაღებულს შეხვდა. თქვენ რომ მოიკითხოთ, მაგალითად, კუბილიუსზე რა განწყობა აქვთ თავიანთ ქვეყანაში, ისევე როგორც ქალბატონი რასა განცხადებებს რომ აკეთებს, მგონი, ჭიჭე ვაშაძეს [გიორგი ვაშაძე] უფრო მეტი რეიტინგი აქვს აქ, 1% აქვს, ვიდრე იმათ თავიანთ ქვეყნებში, და ასეთ ხელმოცარულ პოლიტიკოსებს ხვდებიან”, – თქვა ზარქუამ.

ლევან ხაბეიშვილი ამჟამად ბრიუსელში იმყოფება და იქ შეხვედრებს მართავს, მათ შორის შეხვდა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსსაც.

ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე ლიეტუვის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის წევრები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი