ახალი ამბები

გერმანიის კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელს რუსეთთან კავშირების გამო გადაყენება ემუქრება – მედია

12 ოქტომბერი, 2022 • 549
გერმანიის კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელს რუსეთთან კავშირების გამო გადაყენება ემუქრება – მედია

გერმანული მედიის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფაიზერი გეგმავს  გადააყენოს ინფორმაციის უსაფრთხოების ფედერალური ოფისის ხელმძღვანელი, არნე შონბომი, მისი რუსული კავშირების გამო.

გერმანული მედია ამ ინფორმაციას სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღმოჩნდა, რომ შონბომი არის ტექნოლოგიური ასოციაციის წევრი, რომელიც ბოლო ხანებში რუსეთთან კავშირების გამო გააკრიტიკეს. ასოციაციის კიდევ ერთი წევრია გერმანული კომპანია, რომელიც არის სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) ყოფილი თანამშრომლის მიერ დაარსებული რუსული კომპანიის შვილობილი კომპანია.

უწყება, რომელსაც შონბომი ხელმძღვანელობს, კიბერსუსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „სერიოზულად ეკიდება შონბომის შესახებ საკითხებს და სრულყოფილად იძიებს მათ“.

Bild-ის თანახმად, გერმანელი მაღალჩინოსანი შესაძლოა სხვა თანამდებობაზე გადაიყვანონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი