ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი აზერბაიჯანს ისევ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

11 ოქტომბერი, 2022 • 1531
სომხეთი აზერბაიჯანს ისევ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სომხური მხარის ცნობით, 10 ოქტომბერს, 22:10 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციებს. სომხური მხარის ცნობითვე, სროლის შედეგად არავინ დაღუპულა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანმა მომხდარში სომხეთი დაადანაშაულა.

6 ოქტომბერს, პრაღაში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის დროს, რომელსაც ესწრებოდნენ სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, მხარეები ნდობის აღდგენისა და სადემარკაციო სამუშაოებზე მუშაობის პროცესში ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან – სომხეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დროებით განთავსებაზე შეთანხმდნენ. წინასწარი ცნობით, მისია მიმდინარე თვეშივე დაიწყებს მუშაობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი