ახალი ამბები

პუტინი აღიარებს, რომ უკრაინის ქალაქები ყირიმის ხიდის გამო დაბომბა

10 ოქტომბერი, 2022 • 1424
პუტინი აღიარებს, რომ უკრაინის ქალაქები ყირიმის ხიდის გამო დაბომბა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღიარებს, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების დაბომბვა პასუხია ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდის აფეთქებაზე.

უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა იყო „ტერორისტული შეტევა, რომლის მიზანსაც რუსეთის სამოქალაქო, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება წარმოადგენდა“.

„კიევის რეჟიმი, თავისი მოქმედებებით, საკუთარ თავს იმავე დონეზე აყენებს, სადაც საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებია. უბრალოდ შეუძლებელია ეს დანაშაულები პასუხის გარეშე დარჩეს“, – განაცხადა პუტინმა.

დღეს, 10 ოქტომბერს, რუსეთმა  სარაკეტო იერიშები მიიტანა უკრაინული ქალაქების საცხოვრებელ უბნებზე.

თავდასხმების შედეგად დაიღუპა დაახლოებით 10 ადამიანი, თუმცა რიცხვი საბოლოო არ არის და შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი