ახალი ამბები

შსს-ის ცნობით, 26 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე მისი ქმარი დააკავეს

9 ოქტომბერი, 2022 • 1149
შსს-ის ცნობით, 26 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე მისი ქმარი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლი მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა დღეს, 9 ოქტომბერს თელავში მოხდა.

შსს-ის ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი