ახალი ამბები

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის ცხედარი იპოვეს

9 ოქტომბერი, 2022 • 1963
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე საცხოვრებელ სახლში 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი – 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.პ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, შურისძიების მოტივით, 1970 წელს ო.პ.-ს, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებული თბილისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი