ახალი ამბები

ვულოცავ უკრაინის სპეც. დანაყოფებს – ესტონეთის საგარეო მინისტრი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე

8 ოქტომბერი, 2022 • 1372
ვულოცავ უკრაინის სპეც. დანაყოფებს – ესტონეთის საგარეო მინისტრი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ უკრაინას ულოცავს ყირიმის ხიდის აფეთქებას:

„ესტონეთი მხოლოდ მიესალმება ამას [ხიდზე აფეთქებას] და ულოცავს უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფებს, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, ამ ოპერაციის უკან დგანან“, – განუცხადა მინისტრმა რეინსალუმ გამოცემა „დელფის“.

რეინსალუს თქმით, უკრაინამ დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ ხიდის განადგურება მისი მიზანი იყო, – და იმის მიუხედავად, რომ სრულად არ დანგრეულა, მისი ნაწილი განადგურებულია.

ის ასევე ამბობს, რომ ყირიმის ხიდი „მნიშვნელოვანი სიმბოლური ღირებულების იყო რუსეთისთვის, რადგან ქერჩის ხიდი აკავშირებდა რუსეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულს; ეს ძალიან მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური დამაკავშირებელი ხაზი იყო“, – განაცხადა მინისტრა.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ ხიდის აფეთქება სპეციალურად დაიგეგმა პუტინის 70 წლის იუბილეზე.

უკრაინული მედიასაშუალებები, – „უნიანი“, „უკრაინსკაია პრავდა“ და NV იუწყებიან, რომ უკრაინის მთავრობიდან წყაროები ეუბნებიან, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) ოპერაციის შედეგად მოხდა.

ჯერჯერობით უკრაინულ მხარეს ეს ოფიციალურად არ უთქვამს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დაწერა, რომ ეს „დასაწყისია“ და „ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას“.

შაბათ დილას, 8 ოქტომბერს, ქერჩის (ყირიმის) ხიდს, – ყირიმის ანექსიის ერთგვარ სიმბოლოსა და ერთ-ერთი საკვანძო სტრატეგიულ არტერიას რუსული ძალებისთვის, – აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

კადრებში ასევე ჩანს, რომ ხიდის ნაწილი, – საავტომობილო ხაზი, რომელიც სარკინიგზო ხაზის პარალელურადაა აშენებული, – ჩამონგრეულია.

ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი