ახალი ამბები

ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უშიშროება დგას – უკრაინული მედია

8 ოქტომბერი, 2022 • 1672
ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უშიშროება დგას –  უკრაინული მედია

უკრაინული მედიასაშუალებები, – „უნიანი“, „უკრაინსკაია პრავდა“ და NV იუწყებიან, რომ უკრაინის მთავრობიდან წყაროები ეუბნებიან, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) ოპერაციის შედეგად მოხდა.

ჯერჯერობით უკრაინულ მხარეს ეს ოფიციალურად არ უთქვამს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დაწერა, რომ ეს „დასაწყისია“ და „ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას“.

შაბათ დილას, 8 ოქტომბერს, ქერჩის (ყირიმის) ხიდს, – ყირიმის ანექსიის ერთგვარ სიმბოლოსა და ერთ-ერთი საკვანძო სტრატეგიულ არტერიას რუსული ძალებისთვის, – აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

კადრებში ასევე ჩანს, რომ ხიდის ნაწილი, – საავტომობილო ხაზი, რომელიც სარკინიგზო ხაზის პარალელურადაა აშენებული, – ჩამონგრეულია.

ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი