აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აფხაზეთში, რუსულ პოლიგონზე “ნაგვალოუ” მიმდინარეობს მსროლელთა ბრიგადების სამობილიზაციო სწავლებები, ოპერატიული მიმართულებით “აღმოსავლეთი”.
აღნიშნულ სამობილიზაციო წვრთნებს, ოფიციალური ცნობით, კავშირი არ აქვს რუსეთში დაწყებულ მობილიზაციასთან და რიგით სამხედრო წვრთნებს მიეკუთვნება, რომელიც ტარდება პოტენციური მტრისგან თავდასაცავად აფხაზური არმიის მზადყოფნაში მოსაყვნად.