ახალი ამბები

წელს, 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8%-ია – სტატისტიკა

6 ოქტომბერი, 2022 • 530
წელს, 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8%-ია – სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის 9 თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8%-ია.

ამასთანავე, უწყების თქმით, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში შედგა 636 235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტები 69.4%-ით აღდგა.

ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის სექტემბერში 636 235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტიდან 452 155 ტურისტული ვიზიტი იყო. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 83.8% აღდგენილია.

„2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 3 892 605 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +199.1%-ს შეადგენს. 2019 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8%-ია.

2022 წლის 9 თვეში საქართველოში 2 704 133 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +147.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.8%-ს შეადგენს“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

აღნიშნულ ცნობაში დაკონკრეტებული არ არის, რა წილი მოდის აღნიშულ რაოდენობაში იმ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყეიდან შემოვიდნენ უკრაინიდან, ბელორუსიდან და რუსეთიდან. რუსეთიდან შემომსვლელთა ნაკადი განსაკუთრებით 21 სექტემბრის შემდეგ გაიზარდა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი